"ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ" - ვახტანგ ჭანტურიშვილის მომავალი ცნობილია

27 წლის ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ფასტავის ზლინთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და ფეხბურთელის კომენტარსაც აქვეყნებენ.
"ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით. 2,5 წელია უკვე აქ ვარ და ვიცი, რომ ჩემგან უფრო მეტს ელიან, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრის და გუნდის იმედები გავამართლო. მჯერა, შემდეგი სეზონი ჩემთვისაც და გუნდისთვისაც წარმატებული იქნება," - განაცხადა ვახტანგ ჭანტურიშვილმა.
საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ზლინში 2019 წლის იანვრიდან თამაშობს. მას შემდეგ კლუბის მაისურით 62-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.