ავტორიზაცია

არველაძის პირველი 3 სატრანსფერო სამიზნე უკვე ცნობილია - ინგლისური პრესა ჰალ სიტის შესახებ წერს

არველაძის პირველი 3 სატრანსფერო სამიზნე უკვე ცნობილია - ინგლისური პრესა ჰალ სიტის შესახებ წერს
თარიღი 27 Jan 2022, 14:04

Yorkshirepost.co.uk ამტკიცებს, რომ შოთა არველაძემ "ჰალ სიტისთვის" პირველი სატრანსფერო სამიზნეები უკვე შეარჩია. შეგახსენებთ, რომ ქართველის "ვეფხვებში" დანიშნვა ძალიან მალე გაოფიციალურდება.

იორკშირული კლუბის მომავალი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება "გალათასარაის" გარემარბი, რაიან ბაბელი, რომელთანაც მუშაობის გამოცდილება მას უკვე აქვს.

48-წლის დამრიგებელი ნიდერლანდელ ვინგერთან მუშაობდა "ქაზიმფაშაში", 2013-2015 წლებში. ამის გარდა, როდესაც არველაძე თამაშობდა ამსტერდამის "აიაქსში", სტამბოლელთა ფლანგელი იმ დროს ამ კლუბის აკადემიაში ირჯებოდა.

"ლომების" რვიანის გარდა, ქართველი მთავარი მწვრთნელის სატრანსფერო სიაშია "ფენერბაჰჩეს" ახალგაზრდა თავდამსხმელი, ალაჰიარ სეიდი, რომელიც "შავ-ყვითლებში" გადასვლით დაინტერესებულია.

შოთას მესამე სამიზნე იქნება "შეფილდ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი, რეგან სლეიტერი, რომელიც "ჰალ სიტიში" განათხოვრების წესით აქამდე უკვე თამაშობდა.