ავტორიზაცია

ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსის სატრანსფერო ფასი დაასახელა - ბარსელონა დანებებას არ აპირებს

ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსის სატრანსფერო ფასი დაასახელა - ბარსელონა დანებებას არ აპირებს
თარიღი 12 ივნ 2024, 10:45
"ბარსელონა" საკუთარ რიგებში მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსის შენარჩუნებას ცდილობს. 

როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონის განმავლობაში პორტუგალიელი კატალონიურ კლუბში იჯარით თამაშობდა. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" 24 წლის ფეხბურთელის ხელახლა იჯარაზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ "ატლეტიკო" მოთამაშის სრულფასოვანი ტრანსფერისთვის 50 მილიონ ევროს ითხოვს. 

ცხადია, "ბლაუგრანასთვის" ასეთი თხოვნის დაკმაყოფილება უკიდურესად რთული იქნება. 

"ბარსელონას" შემადგენლობაში ჟოაო ფელიქსს 44 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.