ავტორიზაცია

აზარის შეძენით MLS-ის გუნდი ინტერესეება - ბელგიელს რეალის დატოვება არ სურს

აზარის შეძენით MLS-ის გუნდი ინტერესეება - ბელგიელს რეალის დატოვება არ სურს
თარიღი 17 მაი 2023, 10:49
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს ედენ აზარს არ სურს გუნდის დატოვება, მიუხედავად MLS კლუბის ინტერესისა. 

Marca-ს ინფორმაციით, ბელგიელის შეძენით "მონრეალ იმპაქტია" დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელს "სამეფო კლუბის" დატოვება არ სურს.

აზარს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. 

ედენი პრაქტიკულად არ იღებს სათამაშო პრაქტიკას, მაგრამ ამავდროულად ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. 

აზარი მადრიდის "რეალის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. "სამეფო კლუბმა" მის ტრანსფერში 2019 წელს 115 მილიონი ევრო გადაიხადა.