"აზაროვის ტრანსფერზე მუშაობს ტრაბზონი, თუმცა მოთამაშის მენეჯერი კრასნოდარის ვარიანტს ირჩევს", - თურქული პრესა
Fotomac-ი ამტკიცებს, რომ "ტრაბზონსპორის" მთავარი სამიზნე არის ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი. თურქულმა კლუბმა აჭარლებს მილიონზე მეტი შესთავაზა.
ტრანსფერს აფერხებს ქართველი განაპირა მცველის მენეჯერის პოზიცია, რომელსაც სურს თავისი კლიენტის გაყიდვა არა "ლურჯ-წითლებში", არამედ რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარ "კრასნოდარში".
ჟურნალისტი ივან კარპოვი ამტკიცებს, რომ რუსული კლუბი მზადაა ზღვისპირელების ვინგბექის სანაცვლოდ ორი მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც "ტრაბზონის" მიერ შეთავაზებულ თანხას მკვეთრად აღემატება.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს 19-წლის ფლანგელი "დინამო ზაგრებს", "ბრიუგესა" და "პაფოსს" დაუკავშირეს, თუმცა ყველაზე მეტად თურქები და "ხარები" აქტიურობენ.
რუსული კლუბი აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ჩამოდის - ირაკლის სხვა მსურველიც ჰყავს