ავტორიზაცია

ბაიერნი პორტუს შემტევის ტრანსფერით ინტერესდება

ბაიერნი პორტუს შემტევის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 07 Jun 2024, 13:11
"პორტუს" შემტევი ნახევარმცველი ფრანსისკო კონსეიკაო მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო სამიზნე გახდა. 

ამის შესახებ პორტუგალიური RECORD-ის ჟურნალისტები იუწყებიან. 

გერმანიის ტოპ კლუბმა "დრაკონებთან" შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

"ბაიერნი" პორტუგალიელზე შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება. 

კონსეიკაოს კონტრაქტი შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც მისი შეძენა 15 ივლისამდე 30 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი. 

გასულ სეზონში ფრანცისკომ "პორტუში" 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.