ბალოტელი: "ჩემთან ერთად იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს კიდევ უფრო იოლად მოიგებდა"
თურქული "ადანა დემირსპორის" თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების გამარჯვებაზე ისაუბრა.
"ევროზე იტალიის თამაშისთვის თვალყური დიდად არ მიმიდევნებია, ჩემთვის მტკივნეულია მათი თამაშების ყურება უჩემოდ".
"ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ჩემს გარეშეც მოიგო, ასე რომ ეს სრულიად დაიმსახურეს".
"რა თქმა უნდა, ევროზე სათამაშოდ ფორმაში რომ ვყოფილიყავი, ტურნირს კიდევ უფრო იოლად მოვიგებდით", - ციტირებს "სუპერ მარიოს" სიტყვებს Football Italia.
მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ 31 წლის ფორვარდი 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფისთვის გამოიძახა - ნახევარფინალში იტალია ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და თუ მოიგებს, პორტუგალია - თურქეთის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მოგეხსენებათ, ბალოტელის იტალიის ნაკრებში 2018 წლის შემდეგ არ უთამაშია.