ავტორიზაცია

ბელგიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ბელგიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 08 თებ 2023, 12:36
ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დომენიკო ტედესკოს დანიშვნა გამოაცხადა. 

37 წლის სპეციალისტმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.