ავტორიზაცია

ბოგამ შესაძლოა კარიერა ლიგა 1-ში გააგრძელოს

ბოგამ შესაძლოა კარიერა ლიგა 1-ში გააგრძელოს
თარიღი 24 ივლ 2023, 17:54
"ატალანტას" თავდამსხმელმა ჯერემი ბოგამ შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

წყაროს ცნობით, 26 წლის შემტევის მომსახურებით "ნიცა" ინტერესდება, რომელმაც "ატალანტას" 14 მილიონი ევრო შეთავაზება გაუგზავნა. 

აღსანიშნავია, რომ იტალიური კლუბი მზადაა მოთამაშე 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

გასულ სეზონში ბოგამ "ატალანტას" შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.