ავტორიზაცია

ბრაჰიმ დიასი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალში დაბრუნდება

ბრაჰიმ დიასი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალში დაბრუნდება
თარიღი 24 მარ 2023, 19:14
AS-ის მტკიცებით, "მილანის" ნახევარმცველი ბრაჰიმ დიასი, რომელიც იტალიურ კლუბში იჯარით თამაშობს, სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, "მილანს" ფეხბურთელის შეძენის საშუალება არ აქვს, მადრიდის "რეალი" კი ფეხბურთელის დაბრუნებას გეგმავს.

23 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში კლუბის 
შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.