ავტორიზაცია

ბუფონმა საუდის არაბეთიდან შეთავაზება მიიღო

ბუფონმა საუდის არაბეთიდან შეთავაზება მიიღო
თარიღი 02 ივლ 2023, 12:03
საუდის არაბეთის კლუბი "პარმას" მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს კონტრაქტს სთავაზობს, იტყობინება ინსაიდერი ნიკოლო შირა.

მისი თქმით, ხელშეკრულება ორ წელზე და 30 მილიონ ევროზეა გათვლილი.

გასულ სეზონში ბუფონმა კლუბის შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, 5-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.

45 წლის მეკარეს "პარმასთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.