ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძე მაშინაც კი ვარჯიშობს, როცა სხვები ისვენებენ", - გერმანული პრესა

"ჩაკვეტაძე მაშინაც კი ვარჯიშობს, როცა სხვები ისვენებენ", - გერმანული პრესა
თარიღი 01 თებ 2022, 19:16

Hamburger Morgenpost-მა "ჰამბურგის" შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა. გერმანულმა გამოცემამ ქართველი გამთამაშებლის მოტივირებულობას გაუსვა ხაზი.

"ჩაკვეტაძეს ჰამბურგში ადაპტაციის გავლა სწრაფად სურს. კონტრაქტის გაფორმებიდან დაახლოებით 16 საათში მან უკვე ამხანაგურ შეხვედრაშიც მონაწილეობა მიიღო.

ანალოგიურად, მეორე ბუნდესლიგაში დებიუტს გიორგი უახლოეს შეხვედრაში იმედოვნებს, რისთვისაც ყოველდღიურად ემზადება. როცა სხვები ისვენებენ, ის სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს", - წერს Hamburger Morgenpost-ი.

შეგახსენებთ, რომ "დინოზავრების" ფლეიმეიქერი მეორე ბუნდესლიგაში განათხოვრების წესით ითამაშებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე, ის "გენტის" საკუთრებაში რჩება.

"ჰსვ" უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს 6 თებერვალს, "დარმშტადტის" წინააღმდეგ, რომელიც ამ დროისთვის მეორე ბუნდესლიგის ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს.