"ჩაკვეტაძისთვის უკრაინაში ომი უფრო პირადულია, ვიდრე ჰამბურგის სხვა მოთამაშეებისთვის", - გერმანული პრესა
გამოცემა MOPO-მ "ჰამბურგის" შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს სიახლე მიუძღვნა. შეგახსენებთ, "კარლსრუესთან" შეხვედრაში ქართველმა საგოლე პასი მიითვალა.
"უკრაინაში მიმდინარე ომი ჩაკვეტაძისთვის უფრო პირადულია, ვიდრე ჰამბურგის ყველა სხვა ფეხბურთელისთვის. საქართველო რუსეთს ესაზღვრება, უკრაინასთან გამყოფი კი შავი ზღვაა.
მისთვის ომი უცხო არ არის და შესაბამისად, წუხილიც დიდია.", - წერს გერმანული პრესა "როტოზენის" გამთამაშებლის შესახებ. უკრაინისადმი მხარდაჭერა თავად "ჰსვ"-მაც გამოხატა:
"ომი გამოსავალი არ არის, არსად და არავითარ შემთხვევაში. ჰამბურგი მშვიდობის მომხრეა. ჩვენი კლუბის ფიქრები და თანაგრძნობა დაზარალებული ხალხისკენაა მიმართული", - წერია "როტოზენის" მოხსენებაში.
შეგახსენებთ, რომ "ჰსვ"-ს შვიდიანი გერმანიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე თამაშობს განათხოვრების წესით, ის "გენტის" საკუთრებაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, გამოისყიდიან თუ არა "დინოზავრები" 22-წლის ფლეიმეიქერს.