ავტორიზაცია

"ჩემი მინუსი ისაა, რომ ეგოისტი არ ვარ" - ზივზივაძის აღიარება

"ჩემი მინუსი ისაა, რომ ეგოისტი არ ვარ" - ზივზივაძის აღიარება
თარიღი 19 Jan 2022, 09:53

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც 27 წლის ფეხბურთელმა მის ბოლოდროინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

  • 100 მატჩიანი ნიშნული უნგრეთში

"შეიძლება მეტიც დამეგროვებინა და გოლიც მეტი გამეტანა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო 6 თვეში ბევრი არ მითამაშია: ორჯერ კორონავირუსი მქონდა, პლუს მუხლიც ტრავმაც. საბედნიეროდ, ცუდი პერიოდი დავასრულე და ვიბრძვი, ვვარჯიშობ იმისთვის, რომ საგაზაფხულო ეტაპისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო და მოედანზე გავიდე.

ფორვარდის პოზიციაზე 2 კარგი კონკურენტი მყავს, რითაც ყველაზე მეტად გუნდი სარგებლობს. ყველა თავდამსხმელი კი ერთი და იმავეს აკეთებს - ცდილობს, შანსი გამოიყენოს და მაქსიმუმი გააკეთოს."

  • ყველაზე სასიამოვნო მომენტი ფეხბურთში

"ფორვარდი ვარ და ცალსახად, გოლის გატანა. ისე, მოედანზე ყოფნაც მსიამოვნებს. თუ ვითამაშებ, ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ჩემი პრობლემა ის არის, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ. გასულ სეზონში იყო ეპიზოდი, როცა მშვიდად გადავაწოდე ბურთი ივან პეტრიაკს "ბუდაფოკთან" მატჩში, როცა თავადაც შემეძლო გატანა. თუმცა, ვიმეორებ - თავდამსხმელი, გარკვეულწილად, ეგოისტი უნდა იყოს."

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2021 წელს 27 წლის ფორვარდს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტიც ჰქონდა.