ავტორიზაცია

"ჩემპიონობის მთავარი შემმოქმედი, რომელიც მალე მილანში ან ლესტერში წავა", - რას წერდნენ კვერკველიაზე 2018 წელს?

"ჩემპიონობის მთავარი შემმოქმედი, რომელიც მალე მილანში ან ლესტერში წავა", - რას წერდნენ კვერკველიაზე 2018 წელს?
თარიღი 19 Apr 2021, 11:36

რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შემდეგ პრესამ არადამაჯერებელი თამაშის გამო გააკრიტიკა ვოლგოგრადის "როტორის" ცენტრალური მცველი, საბა კვერკველია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ლურჯ-თეთრებში" გადასვლის შემდეგ, ქართველი უკანახაზელი კრიტიკის ობიექტი ხდება.

იყო დრო, როდესაც რუსული გუნდის ცენტრბექს ჰქონდა სულ სხვა პრესა და ის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მოიაზრებოდა. გავიხსენოთ 2017-2018 წლის სეზონი: რუსეთის პრემიერ ლიგას იგებს მოსკოვის "ლოკომოტივი", რომლის რიგებში სწორედ 29-წლის უკანახაზელი ბრწყინავს.

"რკინიგზელების" 33-ე ნომრის სტატისტიკა საჩემპიონო სეზონში იყო ასეთი - 41 შეხვედრა, 3 გოლი, 45 ართმევა, საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანის 223 შემთხვევა, 29 ბლოკირება, 69 მოგებული ორთაბრძოლა. კვერკველიას სატრანსფერო ღირებულება ნელნელა 10 მილიონ ევროს უტოლდებოდა.

რუსული პრესა წერდა "მილანის" ინტერესის შესახებ და კახა კალაძესთან ავლებდა პარალელს. მამუკა ჯუღელმა თანამემულეს მოგვიანებით უწოდა რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველი და აღნიშნა რომ მის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას "ლესტერი" იჩენდა:

"ჩემთვის, კვერკველია არის რუსეთის ჩემპიონატის ნომერ პირველი მცველი, რომელმაც პრაქტიკულად სამი წელი ითამაშა შეცვლის გარეშე. მასთან ერთად, ლოკომ მოიგო ტიტულები და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაიფორმა. საბას პრობლემები დაეწყო კუნთის ტრავმებით, რის შედეგადაც მოსკოველთა უკანახაზელი შემადგენლობიდან ამოვარდა.

ლესტერისთვის უარის თქმით კი მან კარიერა დაინგრია. ვიღაცისთვის რუსეთში საუკეთესო არის ლოვრენი, ჟიგო ან ჯიქია, თუმცა ჩემთვის, ნომერ პირველი კვერკველიაა", - განაცხადა ქართველმა აგენტმა. შეგახსენებთ, რომ საბა "როტორთან" ერთად ამ დროისთვის პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

"გამოჩნდა, რატომ მოიშორეს ლოკომოტივიდან" - რუსულმა პრესამ კვერკველია გააკრიტიკა

ვეცდები, კვერკველია ჩვენთან შემდეგ სეზონშიც დავტოვო - როტორის მწვრთნელი