ცნობილია - ითამაშებს თუ არა ოქრიაშვილი შვედეთთან მატჩში?
2021 წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში საქართველოს ნაკრებს შვედეთის წინააღმდეგ თორნიკე ოქრიაშვილი დაეხმარება.
როგორც გუშინ შეგატყობინეთ, 29 წლის ნახევარმცველს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეში დგა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და ექიმებმა ფეხბურთელს შვედეთთან თამაშის ნებართვა მისცეს.
საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.