დადასტურდა: რუნი V მანჩესტერი ივლისში შედგება
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
"წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იქნება "დერბი ქაუნთი", რომლის მთავარი მწვრთნელი როგორც ვიცით უეინ რუნია.
"მანკუნიანელები" "ვერძებს" შეხვდებიან 18 ივლისს და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად ინგლისელმა გააკეთა:
"ჩვენთვის ეს არის საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის ძალიან კარგი ვარიანტი. მანჩესტერი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია".
შეგახსენებთ, "თეთრების" დამრიგებელი "ოლდ ტრაფორდზე" თამაშობდა 2004-2017 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 559 მატჩში 253 ბურთი გაიტანა.