დე იონგის სხვა კლუბში გადასვლა ჩაშლის პირას არის
"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლiუკ დე იონგი, რომელიც "სევილიას" ეკუთვნის, არ არის კმაყოფილი იანვარში "კადისში" განათხოვრების წესით გადასვლის შესაძლებლობით.
Sports.es-ის ცნობით, 31 წლის ნიდერლანდელმა მეტი დრო ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად, რათა მისმა აგენტებმა იპოვონ კლუბი, რომელიც "კადისზე" ამბიციური იქნება.
იგივე წყაროს ცნობით, "ბარსელონა" მოელის, რომ დე იონგი საკუთარ მომავალს გადაწყვეტს ამ კვირის ბოლოს და არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე.
ფორვარდს უკვე ეცნობა, რომ ის "ბლაუგრანასთვის" მოედანზე არცერთ წუთს აღარ დაატარებს. არაა გამორიცხული, რომ დე იონგი პრემიერ ლიგაშიც კი ვიხილოთ.