ავტორიზაცია

დენის ზაქარია მონაკოში გადასვლასთან ახლოსაა

დენის ზაქარია მონაკოში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 04 აგვ 2023, 17:22
"იუვენტუსის" ნახევარმცველი დენის ზაქარია კარიერის საფრანგეთის ჩემპიონატში გაგრძელებასთან ახლოსაა. 

ჟურნალისტ ნიკოლო 
სკირას თქმით, "ბებერმა ქალბატონმა" "მონაკოსთან" პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა, რის შემდეგაც შვეიცარიელის ტრანსფერმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

მონეგასკელთა მთავარმა მწვრთნელმა ადი ჰუტერმა მენეჯმენტს პირადად სთხოვა ზაქარიას გაფორმება. 

წყარო ამბობს, რომ ზაქარია "მონაკო"-სთან ოთხწლიან კონტრაქტზე უკვე შეთანხმდა.