ავტორიზაცია

"დღევანდელი იუვენტუსი არის უდინეზეს დონის გუნდი", - კაპელო

"დღევანდელი იუვენტუსი არის უდინეზეს დონის გუნდი", - კაპელო
თარიღი 10 May 2021, 13:14

ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ თავისი ექს-გუნდები მწვავედ გააკრიტიკა:

"იუვენტუსისა და მილანის შეხვედრაში ორივე მხრიდან დაფიქსირდა უამრავი შეცდომა. სასაცილოა, როდესაც ვსაუბრობთ ამ გუნდების სუპერლიგაში ყოფნაზე.

განსაკუთრებით ეს ითქმის ტურინელებზე, რომლებიც უბრალოდ ყველა ფრონტზე პრაქტიკულად განადგურდნენ. ისინი უდინეზეს დონეზე არიან.

ნამდვილად არ ვიცი, რა ელის "ბებერ ქალბატონს" ასეთი კურსით და როგორ გამოსწორდება ეს სიტუცია", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, "როსონერისთან" განადგურებით, "ბიანკონერი" ამოვარდა ოთხეულიდან და ამ დროისთვის ჩამორჩენა ერთ ქულას შეადგენს.

როგორი მდგომარეობაა სერია ა-ს სატურნირო ცხრილში, მილანის მიერ იუვენტუსის განადგურების შემდეგ?

"მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა", - კაპელოს ისტორია