ავტორიზაცია

დი ფრანჩესკო კვერნაძის დებიუტზე: "მას დიდებული მონაცემები აქვს, მაგრამ უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს"

დი ფრანჩესკო კვერნაძის დებიუტზე: "მას დიდებული მონაცემები აქვს, მაგრამ უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს"
თარიღი 20 აგვ 2023, 08:21
გუშინ, სერია A-ს პირველ მოქმედმა ტურში ჩემპიონმა "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ნეაპოლიტური გუნდი სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში იტალიის სერია A-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა კვერნაძემ, რომელიც შეხვედრაში 67-ე წუთზე ჩაერთო.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ფროზინონეს" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ქართველის დებიუტი შეაფასა.

"ჩემი აზრით, საკმაო დრო მივეცი იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოცდილება ჰქონდა იტალიაში თამაშის. 

მას დიდებული მონაცემები აქვს, მაგრამ უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს, ვიდრე ინდივიდუალურად.

ის თამაშში კარგად ჩაერთო, შემდეგ კი ბურთის წინ წაღების ნაცვლად, დრიბლინგზე ფიქრი დაიწყო. ", - განაცხადა დი ფრანჩესკომ.