დიდი გუნდის პრეზიდენტი რომ ვიყო, ოთარ კიტეიშვილს ხვალვე ვიყიდიდი - სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოთარ კიტეიშვილი შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ტოპ 5 ჩემპიონატში უფრო მეტი ფეხბურთელი ითამაშებს.
"ჩემი სურვილია, მომავალში ტოპ 5 ჩემპიონატში ბევრმა ქართველმა ითამაშოს. მჯერა, ასეც იქნება. ფეხბურთის ფედერაცია აკადემიების აშენებით დიდ საქმეს აკეთებს.
რაც შეეხება კიტეიშვილს, ის ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია. დიდი გუნდის პრეზიდენტი რომ ვიყო, ოთარს ხვალვე ვიყიდიდი, მაგრამ არ ვარ. ევროპული გუნდის სკაუტებს უფრო დაკვირვებით მუშაობა მართებთ," - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოსა და კოსოვოს შეხვედრა 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.