ავტორიზაცია

დიდი მატჩი ქართველისთვის - გუგეშაშვილი მარსელთან სასტარტო შემადგენლობაშია!

დიდი მატჩი ქართველისთვის - გუგეშაშვილი მარსელთან სასტარტო შემადგენლობაშია!
თარიღი 17 თებ 2022, 22:48

კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მარსელი საკუთარ მოედანზე ყარაბაღს უპირისპირდება.

აზერბაიჯანელთა შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაშია ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომლისთვისაც ევროპულ დონეზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.

ლუკა გუგეშაშვილი ყარაბაღს 2022 წლის იანვარში პოლონური იაგიელონიადან შეუერთდა.

მარსელისა და ყარაბაღის მატჩი ქართული დროით 23:59 საათზე დაიწყება.