ძალიან კარგი შეფასება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება - ჩაკვემ ჰამბურგში კვლავ ითამაშა

გერმანული ბუნდესლიგა 2-ის 22-ე ტურში ჰამბურგი უშუალო კონკურენტ ჰეიდენჰემს დაუპირისპირდა და 2-0 მოუგო.
აღნიშნულ მატჩში 66-ე წუთიდან ჩაერთო საქმეში ჰამბურგის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა და მოედანზე ყოფნის 25-წუთიანი მონაკვეთით 7.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგს 2022 წლის იანვარში 6-თვიანი მშრალი იჯარით ბელგიური გენტიდან შეუერთდა.
22 ტურის შემდეგ ჰამბურგი ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-2 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ვერდერთან სხვაობა 1 ქულაა.