ავტორიზაცია

ედინ ჯეკო რუსეთთან თამაშზე: "მე წინააღმდეგი ვარ, ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვიყავი"

ედინ ჯეკო რუსეთთან თამაშზე: "მე წინააღმდეგი ვარ, ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვიყავი"
თარიღი 10 Sep 2022, 13:47

ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრების ნაკრების კაპიტანი ედინ ჯეკო რუსეთის ნაკრებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"რუსეთის ნაკრებთან თამაშის წინააღმდეგი ვარ! მე ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვიყავი. საფეხბურთო კავშირმა იცის ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას ვის წინააღმდეგ ითამაშებს ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრები, მაგრამ მე მაქვს მკაფიო პოზიცია, რომელიც არ მოიცავს ამ შეხვედრაში მონაწილეობას "- განაცხადა მილანის "ინტერის" ფორვარდმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაერთი ბოსნია ჰერცოგოვინელი მოთამაშე უარს იტყვის რუსეთის ნაკრებთან თამაშზე. საუბარია არაერთ წამყვან ფეხბურთელზე. მათ გამოცემას დაუდასტურეს, რომ რუსეთთან მატჩზე ეროვნული გუნდის გამოძახებას არ უპასუხებენ.

რუსეთის და ბოსნიას შორის შეხვედრა სანტ-პეტებურგში 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.