ავტორიზაცია

ედუარდ მენდის ტრანსფერით ასტონ ვილა ინტერესდება

ედუარდ მენდის ტრანსფერით ასტონ ვილა ინტერესდება
თარიღი 14 ივნ 2023, 16:09
"ჩელსის" მეკარე ედუარდ მენდი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში კლუბი შეიცვალოს.

The Athletic-ის ცნობით, სენეგალელის ტრანსფერით "ასტონ ვილა" ინტერესდება.

ბოლო პერიოდში ბირმინგემური კლუბის მთავარ მეკარეს, ემილიანო მარტინესს ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც არგენტინელმა შესაძლოა "ასტონ ვილა" დატოვოს.

ემილიანოს შემცვლელად, მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის მენდი სურს, რომელმაც გასულ სეზონში "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.