ავტორიზაცია

"ეს ისტორიული გუნდია" - ზივზივაძე ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდა

"ეს ისტორიული გუნდია" - ზივზივაძე ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდა
თარიღი 12 Feb 2022, 15:20

27 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უიპეშტში გააგრძელებს.

ამის შესახებ GOAL.GE-მ რამდენიმე დღის წინ გაცნობათ და დავწერეთ, რომ იჯარა 6-თვიანია, სეზონის დასრულების შემდეგ კი ზივზივაძე ფეჰერვარში დაბრუნდება.

"ვიცი, რომ ეს არის დიდი კლუბი დიდი ისტორიით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვითამაშებ. თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, რაც შეიძლება მალე შევუერთდე ჩემს თანაგუნდელებს და მოედანზე წარმატებისთვის მათთან ერთად ვიბრძოლო" - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ბუდუ ზივზივაძეს ფეჰერვართან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშრებს, თუმცა მწირი სათამაშო დროის გამო დროებით გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ზივზივაძეს უიპეშტში ქართველი თანაგუნდელი - გიორგი ბერიძე დახვდება.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა 15-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.