ავტორიზაცია

"ეს საუკეთესო გრძნობაა" - ქვილითაია ახნასთან მატჩის შემდეგ

"ეს საუკეთესო გრძნობაა" - ქვილითაია ახნასთან მატჩის შემდეგ
თარიღი 16 Jan 2022, 14:06

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ახნასი საკუთარ მოედანზე აპოელთან 0-3 დამარცხდა.

ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა 28 წლის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც მე-20 წუთზე გოლი გაიტანა, 34-ე წუთზე მისი საგოლე პასით გაიტანეს.

"რთულ დაპირისპირებას ველოდით, მაგრამ თამაში კარგად დავიწყეთ. აგრესიულად ვთამაშობდით და ამან საქმე გაგვიადვილა. როცა გოლი გაგაქვს ძალზე სასიამოვნოა, ფორვარდისთვის ეს ყველაზე კარგი გრძნობაა. მაგრამ მოგებები დავიწყეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ადრე ბევრი ფრე გვქონდა. მეტი შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ უკეთ ვითამაშებთ, აპოელ-ის მიზნები არასდროს იცვლება," - განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით 12-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.