ავტორიზაცია

ევრო 2020-ის 1/8 ფინალის ორი წყვილის ვინაობა უკვე ცნობილია

ევრო 2020-ის 1/8 ფინალის ორი წყვილის ვინაობა უკვე ცნობილია
თარიღი 22 ივნ 2021, 10:52

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალების ორი წყვილის ვინაობა უკვე ცნობილია - იტალია დაუპირისპირდება ავსტრიას, დანია კი უელსს.

პლეი-ოფში უკვე გასული ნიდერლანდებისა და ბელგიის მეტოქეები კი გარკვეული ჯერ არ არის. ისევე როგორც ის, გავლენ თუ არა შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილოსანი უკრაინა, შვეიცარია და ფინეთი.

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურა" პირველ ადგილზე გავიდა A ჯგუფში, ავსტრია კი მეორე ადგილზე B ჯგუფში. რაც შეეხება დანია-უელსის წყვილს: "ვიკინგები" 3 ქულით გავიდნენ B ჯგუფში გავიდნენ მე-2 ადგილზე, უელსიც აგრეთვე მეორეზე, A ჯგუფში 4 ქულით.

A ჯგუფი ოფიციალურად დასრულდა - იტალიის დომინაცია გრძელდება, მეორე ადგილზე უელსი გავიდა