[EXCLUSIVE] მართვის მოწმობა ჩამოართვეს - ბათუმის დინამოს მცველი სკანდალში გაეხვა
ბათუმის დინამოს უკრაინელ ცენტრალურ მცველ ოლექსანდრ აზაცკის მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, 28 წლის ცენტრალური მცველი ბათუმის ქუჩებში მანქანას ალკოჰოლით ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მართავდა. ქართულმა პოლიციამ ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდის მცველი გააჩერა და მანქანის მართვის უფლება შეუჩერა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ამბავი დინამო თბილისთან(1-1) მატჩამდე მოხდა. დინამოების დერბი 20 ოქტომბერს გაიმართა.
მსგავსად იდენტური ამბავი მოუვიდა პოზნანის ლეხის ქართველ ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს პოლონეთში, თუმცა იგი მართვის მოწმობის ჩამორთმევას გადარჩა და მალევე, 29 წლის ნახევარმცველმა გულშემატკივარს და გუნდს ბოდიში მოუხადა. ჯერჯერობით, ოლექსანდრ აზაცკის მსგავსი რამ არ გაუკეთებია.