ფოტო: კანკავა და კაშია სლოვანის მატჩზე უკრაინის მხარდასაჭერი მაისურებით გამოვიდნენ
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 22-ე ტურში ბრატისლავის სლოვანის და ტრნავის სპარტაკის მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტნებმა ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ მაისურებით რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
"ქართველები შენთან არიან, უკრაინა. გამაგრდი!" - აწერიათ ქართველ ფეხბურთელებს მაისურზე.
რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.