ავტორიზაცია

გაგნიძის აგენტი: "ლუკას კონკურენცია არ აშინებს და გუნდს სხვა ვარიანტების მოსაძებნად არ გაექცევა"

გაგნიძის აგენტი: "ლუკას კონკურენცია არ აშინებს და გუნდს სხვა ვარიანტების მოსაძებნად არ გაექცევა"
თარიღი 19 მარ 2024, 13:06
მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველის ლუკა გაგნიძის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.

"როცა ფეხბურთელი არ თამაშობს ეს ყოველთვის პრობლემატურია. მაგრამ დინამოში სერიოზული და სამართლიანი კონკურენციაა. გაგნიძე მოედნის ცენტრში თამაშობს პოზიციაზე, სადაც ფომინი, ჩავესი, ლაქსალტი არიან - კარგი ფეხბურთელები.

ჯერ ადრეა ზაფხულზე ფიქრი. ახლა დინამოში ჩვენი დონე უნდა დავამტკიცოთ, ლუკა შანსების მიღებაზეა ორიენტირებული. კონკურენცია არ აშინებს და გუნდს სხვა ვარიანტების მოსაძებნად არ გაექცევა. ",- თქვა ლილუაშვილმა.

მიმდინარე სეზონში გაგნიძემ მოსკოვური გუნდის მაისურით 12 მატჩი ჩაატარა. ქართველი ნახევარმცველის კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.