ავტორიზაცია

გიორგი ფანცულაიამ ტრავმა მიიღო - საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა

გიორგი ფანცულაიამ ტრავმა მიიღო - საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა
თარიღი 28 Aug 2021, 15:06

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ სექტემბრის მატჩებისთვის განაცხადში ბათუმის დინამოს ნახევარმცველი გიორგი ზარია დაამატა.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ 24 წლის ნახევარმცველმა ტრავმირებული გიორგი ფანცულაია ჩაანაცვლა.

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში 26 ფეხბურთელით მოემზადება.

სექტემბერში საქართველოს ნაკრები 3 მატჩს ჩაატარებს. 2 სექტემბერს კოსოვოსთან, 5 სექტემბერს ესპანეთთან, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან.