ავტორიზაცია

გიორგი ჯიქია ევროპაში წასვლაზე: "არ მესმის რატომ უნდა წავიდე, დასასვენებლად?"

გიორგი ჯიქია ევროპაში წასვლაზე: "არ მესმის რატომ უნდა წავიდე, დასასვენებლად?"
თარიღი 20 Sep 2022, 13:39

რუსეთის ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი გიორგი ჯიქია ევროპულ კლუბში გადასვლას აზრს ვერ ხედავს.

მისი განცხადებით, ევროპულ ტურნირებზე ართამაში გავლენას ახდენს ფეხბურთელების განწყობაზე.

"ვფიქრობ, ევროპულ ტურნირებზე ართამაში გავლენას ახდენს განწყობაზე. როდესაც თამაშობ და იცი, რომ ევროტურნირებზე ასპარეზობა შეგიძლია, ეს დამატებითი მოტივაციაა. როდესაც შენ იქ არ თამაშობ, ეს ოდნავ განწყობას გიფუჭებს.

ევროპაში რატომ უნდა წავიდე, დასასვენებლად? ზახარინზე უკვე ვისაუბრე. ის ძალიან ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს. თუ ის წავა მე ბედნიერი ვიქნები. არ ვფიქრობ, რომ წავლა დამაგვიანდა, უბრალოდ არ მსურს ევროპაში თამაში. ორი წლის წინ მსგავსი სურვილი მქონდა? მე მსგავსი არ მახსოვს, დავაზუსტებ. ",- თქვა ჯიქიამ.