გიორგი კოხრეიძემ ფრანგული გრენობლი დატოვა

ფრანგული "გრენობლის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 22 წლის ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ ლიგა 2-ის კლუბთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.
კოხრეიძეს "გრენობლთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურებოდა.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მოთამაშემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მთლიანობაში 6 მატჩი ჩაატრა. ორი შეხვედრა კი თასზე ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ კოხრეიძე თბილისის "საბურთალოს" აღზრდილია, 2021 წლის ზაფხულში "გრენობლმა" ქართველი შემტევი 180 000 ევროდ შეიძინა.