გრინვუდს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება არ სურს
"ხეტაფეს" გარემარბი მეისონ გრინვუდი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბში იჯარით თამაშობს.
The Athletic-ის ცნობით, გრინვუდს მიაჩნია, რომ მანჩესტერ "იუნაიტედმა" საჭირო დროს არ დაუჭირა მხარი, ამიტომ გუნდში თამაშის სურვილი აღარ აქვს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.