ავტორიზაცია

გუგეშაშვილი მეექვსეა! 5 ქართველი, რომელსაც აქამდე ყარაბაღში უთამაშია

გუგეშაშვილი მეექვსეა! 5 ქართველი, რომელსაც აქამდე ყარაბაღში უთამაშია
თარიღი 08 Jan 2022, 20:53

საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას აზერბაიჯანულ ყარაბაღში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია GOAL.GE-მ ექსკლუზიურად შემოგთავაზათ და ტრანსფერის პირობების შესახებაც გამცნოთ.

ლუკა გუგეშაშვილი ყარაბაღის ისტორაში მე-6 ქართველი ფეხბურთელი იქნება. აქამდე ამ გუნდში 5 ქართველს უთამაშია. მანამდე აზერბაიჯანული კლუბის მაისურით შოთა ჩომახიძემ, გიორგი ადამიამ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა, ნიკოლოზ გელაშვილმა და ჯაბა დვალმა ითამაშეს.
ამ მომენტისთვის ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაკრების 2 მეკარე ჰყავს, თუმცა GOAL.GE-სთან საუბარში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა თქვა, რომ გუგეშაშვილს გურბან გურბანოვი აუცილებლად მისცემს შანსს.

ლუკა გუგეშაშვილი 2021 წელს გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი იყო. 22 წლის ფეხბურთელმა გორელთა მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. 

22 წლის ლუკა გუგეშაშვილი 2021 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

ყარაბაღი 2022 წლის თებერვალში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის 1/16 ფინალში ფრანგულ მარსელს დაუპირისპირდება.