გუნდში მისვლიდან 1 თვეში - თემურ ჩოგაძემ უკრაინული კლუბი დატოვა

უკრაინულ ინჰულეცში მისვლიდან არასრულ 1 თვეში 23 წლის ნახევარმცველმა თემურ ჩოგაძემ კლუბი დატოვა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი ფინანსურ საკითხზე შეუთანხმებლობა იყო. ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.
თემურ ჩოგაძემ გასული სეზონი უკრაინულ ოლიმპიკში გაატარა, რის შემდეგაც ინჰულეცთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მათი თანამშრომლობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ფლანგის ახალგაზრდა შემტევი.