ავტორიზაცია

ჰოილუნდი ტრავმირებულია - რამდენ ხანს იუქმებს დანიელი ფორვარდი?

ჰოილუნდი ტრავმირებულია - რამდენ ხანს იუქმებს დანიელი ფორვარდი?
თარიღი 23 თებ 2024, 17:12
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ ფორვარდს მოედანზე დასაბრუნებლად ორი-სამი კვირა დასჭირდება.

"წითელი ეშმაკებისთვის" ჰოილუნდი დიდი დანაკლისია, რადგან 21 წლის მოთამაშე ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იყო და უკანასკნელ 6 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა.