ავტორიზაცია

"ის ჟინი ვაჩენეთ, რაც მოსაგებად გვჭირდებოდა" - კაშია მატჩის შემდეგ

"ის ჟინი ვაჩენეთ, რაც მოსაგებად გვჭირდებოდა" - კაშია მატჩის შემდეგ
თარიღი 13 Oct 2021, 12:12

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა.  საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

""ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ," - განაცხადა კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

​საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.