ისტორიის გამაგრძელებელი - 15 წლის სოსო კოპალიანმა ეროვნულ ლიგაში ითამაშა!
ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში თბილისურ დერბიში დინამომ ლოკომოტივი 3-2 დაამარცხა.
ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 15 წლის მეკარეს, სოსო კოპალიანს, რომელიც კლუბმა სეზონის სტარტზე ქუთაისის ტორპედოდან დაიმატა და მასთან 3.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
სოსო კოპალიანი ეროვნული ლიგის ისტორიაში აქამდეც შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც განაცხადში მოხვდა. 9 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში, კოპალიანი ტორპედოს 18-კაციან განაცხადში მოხვდა და მაშინ 13 წლის იყო, ქუთაისელთა კარს კი იმ პერიოდში 16 წლის დავით ასათიანი იცავდა.
თბილისის ლოკომოტივმა 2021 წელი 53 ქულით მე-5 პოზიციაზე დაასრულა.