ავტორიზაცია

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელი დაკარგა

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელი დაკარგა
თარიღი 03 Jun 2024, 13:06
"ატალანტას" მცველ ჯორჯო სკალვინიმ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. 

ამრიგად, ტრავმის გამო 20 წლის ფეხბურთელი იტალიის ეროვნულ გუნდს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ "სკუადრა აძურას" პრესსამსახური იუწყება. 

ტრავმირებული სკალვინის ნაცვლად ნაკრებში ტურინის "იუვენტუსის" მცველი ფედერიკო გატი მიიწვიეს. 

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.