"იუვენტუსის სიაშია, ბევრ გუნდს აინტერესებს" - ჯანლუკა დი მარციო ქართველ ტალანტზე
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველის ლუკა გაგნიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელების მიმართ დაინტერესება გაიზარდა.
"ქართული ფეხბურთი ბოლო პერიოდში დიდ წინსვლას განიცდის, უკვე ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომელთაც საყოველთაო ევროპული ყურადღება დაიმსახურეს. ესენი არ არიან მეორეხარისხოვანი გუნდები. საუბარია იუვენტუსზე, მანჩესტერ სიტიზე, ბარსელონაზე და ასეთ დიდ გუნდებზე, რომლებიც საქართველოში აკადემიების გახსნილს სურვილს აფიქსირებენ.
დინამო თბილისის ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს უკვე აქტიურად აკვირდებიან იტალიური გუნდები, მათ საქართველოში სკაუტებიც გაგზავნეს.
ვინ არის ლუკა გაგნიძე? ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც 2003 წელს დაიბადა. არაა მაღალი, 175 სანტიმეტრია, ფიზიკაში მოსამატებელი აქვს, მაგრამ იდეალურად ხედავს თამაშის დროს მოედნის ყველა წერტილს და დინამო თბილისის მთავარ გუნდში კარგად დაიმკვიდრა ადგილი. ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა
ლუკა გაგნიძეს იუვენტუსი 2020 წლიდან აკვირდებოდა, მაგრამ ბებერ ქალბატონებს მის სანაცვლოდ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, თუმცა ბიანკონერის სკაუტთა სიაშია. ფეხბურთელი თავდაჯერებულია, მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის. აქვს პოტენციალი, როგორც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს საქართველოში," - წერს გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
ლუკა გაგნიძე დინამო თბილისის მთავარ გუნდში 2020 წელს ჩისკო მუნიოსის მწვრთნელობის დროს გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში 18 წლის ნახევარმცველმა 8-ჯერ ითამაშა, ერთხელ გაიტანა, 2-ჯერ კი სხვას გაატანინა.
მოწვეული მსაჯები თურქეთიდან - ეროვნული ლიგის მე-9 ტურში უცხოელი მსაჯები იმუშავებენ
"ეს ჩემი სრული შესაძლებლობები არ ყოფილა" - კვეკვესკირი ლეხის ფანებს სანახაობას პირდება