ავტორიზაცია

იუვენტუსმა აღმოაჩინა ერთადერთი კლუბი, რომლისთვისაც რემსის "ჩუქება" შეიძლება

იუვენტუსმა აღმოაჩინა ერთადერთი კლუბი, რომლისთვისაც რემსის "ჩუქება" შეიძლება
თარიღი 31 იან 2022, 12:05

"იუვენტუსს" აქვს ბოლო შანსი, რომ დაემშვიდობოს თავის შემტევ ნახევარმცველს, აარონ რემზის. უელსელმა პრემიერლიგის კლუბებისგან წამოსული სამი შეთავაზება უკვე უარყო.

რემსის უთხრეს, რომ ის არ არის მენეჯერ მასიმილიანო ალეგრის გეგმების ნაწილი და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მან ახალი კლუბი უნდა ეძებოს.

მესიჯი იყო, რომ თუ ის კლუბს ვერ იპოვიდა, მას შეეძლო სათადარიგოთა სკამზე დარჩენა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, სანამ ზაფხულში წასვლას ისევ ეცდებოდა.

რემზიმ უკვე უარყო "ნიუკასლის", "კრისტალ პალასის" და "ბარნლის" შეთავაზებები, იტალიის სხვადასხვა მედია საშუალებების ცნობით. არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ფეხბურთელი "იუვენტუსში" დარჩება.

ახლა გაჩნდა ვარაუდი, რომ "ვულვერჰემპტონს" შეუძლია ნახევარმცველის იჯარით დამატება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა 30 წლის ფეხბურთელი ინგლისური გუნდის შეთავაზებას.

"ვულვერჰემპტონი" პრემიერ ლიგაში ამჟამად მერვე ადგილზეა და ევროთასების საგზურისთვის ბრძოლის ზონაში დაბრუნებას ცდილობს. შეგახსენებთ, "უონდერერსი" დატოვა ადამა ტრაორემ, რომელიც "ბარსაში" გადავიდა.