იუვენტუსს რეალ სოსიედადის ნახევარმცველის შეძენა სურს

ტურინის "იუვენტუსი" "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონს" თავის რიგებში მიკელ მერინოს დამატება სურს.
წყარო ამბობს, რომ "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი გუშინ რეალ სოსიედად-პსჟ-ს მატჩს დაესწრო.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.