ავტორიზაცია

ივანა კნოლი: "დიახ, არგენტინა გახდა ჩემპიონი, მაგრამ ჯილდო არასწორ ადამიანს გადაეცა"

ივანა კნოლი: "დიახ, არგენტინა გახდა ჩემპიონი, მაგრამ ჯილდო არასწორ ადამიანს გადაეცა"
თარიღი 19 Dec 2022, 15:56
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი, ივანა კნოლი, რომელიც ტურნირზე ხორვატიის ნაკრებს უჭერდა მხარს, უკმაყოფილოა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილმა მის ხორვატიამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„ჯილდო არასწორ ადამიანს გადაეცა! დიახ, არგენტინა გახდა ჩემპიონი, მაგრამ კილიან მბაპე საუკეთესო ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. “, - დაწერა ხორვატმა სოციალურ ქსელში.

ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ შვიდი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. თავის მხრივ, მბაპემ რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.