ავტორიზაცია

კაილ უოკერი: "ვინისიუსი რეალის მთავარი საფრთხეა, მაგრამ როცა მას ამოკეტავ, აქვს კი ამ გუნდს სათადარიგო გეგმა?"

კაილ უოკერი: "ვინისიუსი რეალის მთავარი საფრთხეა, მაგრამ როცა მას ამოკეტავ, აქვს კი ამ გუნდს სათადარიგო გეგმა?"
თარიღი 18 მაი 2023, 23:27
კაილ უოკერმა გაამხილა საიდუმლო, როგორ მოახერხა „რეალთან“ მატჩში ვინისიუსის ნეიტრალიზება.

„ძალიან თვითდაჯერებული უნდა იყო, როგორც ფორვარდები. იმას ვგულისხმობ, რომ ფეხი ფეხში ითამაშო - მე საკუთარი ტემპის მჯეროდა და იმის, რომ მასზე სწრაფი ვარ. საკუთარ ფიზიკურ უპირატესობასაც კარგად ვიყენებდი. ის დაუჯერებელია, მაგრამ აქცენტი პირად ძლიერ მხარეებზე უნდა გააკეთო. ცოტა ხელს კრავ - არც ჯარიმდები და წონასწორობასაც ინარჩუნებ. მას თამაშს იმდენად ურთულებ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ეს ბიჭები მეტოქის კარში ბურთს თავად გადაგზავნიან, მე მათ არ ვჭირდები. ამ გუნდში ყველამ იცის თავისი როლი და პასუხისმგებლობა. ჩვენ გვყავს ჯეკი, კევინი, ერლინგი. არ გვყავს არცერთი სუპერვარსკვლავი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება მარტოს შეუძლია. ეს გვაძლევს საშუალებას ზღვარს გავცდეთ, მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ ვეყრდნობით.

„რეალს“ ყველა პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ვინისიუსი - მათი მთავარი საფრთხეა. როცა მას ამოკეტავ, აქვთ კი მათ სათადარიგო გეგმა?“, - აღნიშნა „სიტის“ მცველმა მატჩის შემდეგ.