ავტორიზაცია

კარიუსმა ნიუკასლთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

კარიუსმა ნიუკასლთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 09 Jul 2023, 17:52
"ნიუკასლის" მეკარე ლორის კარიუსმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება. 

აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი "კაჭაკებთან" ერთ წელზეა გათვლილი.

გერმანელი "ნიუკასლ იუნაიტედს" გასულ შემოდგომაზე შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან კლუბის რიგებში მხოლოდ ერთ თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი გოლი გაუშვა.