კასანო: "კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არ არის"

ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სკანდალური გამონათქვამებით არის ცნობილი, კრიშტიანუ რონალდუს წაკბინა.
„კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არ არის. მან 800+ გოლი გაიტანა? კი. ტიტულები მოიგო? კი. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კარგი ფეხბურთის თამაში - სრულიად განსხვავებული რამ არის.
ზიდანს და ინიესტას მისი გოლების ნახევარიც არ გაუტანიათ, მაგრამ ისინი ნამდვილი გენიოსები არიან.“, - აღნიშნა იტალიელმა.

ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ხუთი ოქროს ბურთი აქვს მოგებული, რაც ლეო მესის (7) შემდეგ, ისტორიაში საუკეთესო შედეგია.