ავტორიზაცია

ხავის ხუმრობა: "არა მხოლოდ მესის, არამედ ეტო'ოსა და რონალდინიოს გაწვრთნაც მინდოდა"

ხავის ხუმრობა: "არა მხოლოდ მესის, არამედ ეტო'ოსა და რონალდინიოს გაწვრთნაც მინდოდა"
თარიღი 10 ნოე 2021, 10:46

"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ გუნდის ყოფილ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ დასმულ კითხვას ხუმრობით უპასუხა.

– ისურვებდით შემადგენლობაში მესის ყოლას? მოგილოცათ "ბარსას" მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა?

"დიახ, არა მხოლოდ მესის, არამედ ეტო'ოსა და რონალდინიოს გაწვრთნის სურვილით წავედი... (იღიმის)".

"ვეღარ ვიფიქრებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც შემადგენლობაში აღარ გვყავს. მათთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც ჩვენს განკარგულებაშია".

"მესიმ შეტყობინება გამომიგზავნა და წარმატებები მისურვა", - ციტირებს ხავის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, 41 წლის ესპანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებლად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა ოფიციალურად, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი კი კლუბიდან გასულ ზაფხულს უფასოდ "პსჟ"-ში გადავიდა.